დონალდ ტრამპი რომში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას არ გამორიცხავს
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან რომში შეხვედრას არ გამორიცხავს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია. ორი ქვეყნის ლიდერი ხვალ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპს სხვა მსოფლიო ლიდერებთან აქვს დაგეგმილი არაფორმალური შეხვედრები.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო შეხვედრა თეთრ სახლში თებერვლის მიწურულს გაიმართა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად იყო ჩასული. თუმცა ლიდერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი ნაადრევად დატოვა.