დონალდ ტრამპი - როგორც ჩანს, ირანს ძლიერ სურს შეთანხმების გაფორმება, მზად არიან, გაცილებით მეტი გააკეთონ, ვიდრე ერთი წლის წინ, ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა
დონალდ ტრამპი - როგორც ჩანს, ირანს ძლიერ სურს შეთანხმების გაფორმება, მზად არიან, გაცილებით მეტი გააკეთონ, ვიდრე ერთი წლის წინ, ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ძალიან დაინტერესებულია შეთანხმების გაფორმებით.

„ჩვენ ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა ირანთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ირანს ძალიან ძლიერ სურს შეთანხმების გაფორმება. უნდა ვნახოთ, როგორი იქნება ეს შეთანხმება, მაგრამ, ვფიქრობ, ირანს ეს სურს და ასეც უნდა იყოს“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, შეერთებული შტატები „არ ჩქარობს“. მისი თქმით, ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ირანის მკაფიო ვალდებულებას, რომ არ განავითარებს ბირთვულ იარაღს.

„არანაირი ბირთვული იარაღი. ამ შეთანხმების დადება ორი წლის წინ რომ შეგვძლებოდა, დავდებდით, მაგრამ მაშინ მათ არ სურდათ ეს. ახლა მზად არიან. ისინი მზად არიან, რომ გაცილებით მეტი გააკეთონ, ვიდრე ერთი წლის წინ“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ტრამპმა განმარტა, რომ მისი გუნდი ირანის წარმომადგენლებთან შემდეგი კვირის დასაწყისში ისევ გამართავს შეხვედრას.