დონალდ ტრამპი რესპუბლიკურ პარტიას 2022 წლის არჩევნებში წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვებაში დახმარებას დაჰპირდა
დონალდ ტრამპი რესპუბლიკურ პარტიას 2022 წლის არჩევნებში წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვებაში დახმარებას დაჰპირდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა ლიდერს, კევინ მაკკარტის შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ დონალდ ტრამპის მიერ პოლიტიკურ ქმედებათა კომიტეტზე „გადაარჩინე ამერიკა“ დაყრდნობით ავრცელებს.

შეხვედრაზე დონალდ ტრამპი რესპუბლიკურ პარტიას 2022 წლის არჩევნებში წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვებაში დახმარებას დაჰპირდა.

დონალდ ტრამპისა და კევინ მაკკარტის შეხვედრა ფლორიდაში, ყოფილი პრეზიდენტის მარ-ა-ლაგოს კლუბში შედგა, სადაც დონალდ ტრამპი 20 იანვრის შემდეგ ცხოვრობს.