დონალდ ტრამპი - რესპუბლიკელებმა ქვედა პალატის არჩევნები ვერ მოიგეს, რადგან ხმის მიცემის უკანონო პრაქტიკას ჰქონდა ადგილი
დონალდ ტრამპი - რესპუბლიკელებმა ქვედა პალატის არჩევნები ვერ მოიგეს, რადგან ხმის მიცემის უკანონო პრაქტიკას ჰქონდა ადგილი

ეჭვი არ მეპარება, რესპუბლიკელებმა ქვედა პალატის არჩევნები იმის გამო ვერ მოიგეს, რომ საარჩევნო პროცესში უკანონო ხმების გამოყენებას ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Daily Caller-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ ადამიანების, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ.

გამოცემის თანახმად, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ არჩევნების მიმდინარეობისას ადამიანები წრეზე დადიოდნენ, ზოგჯერ კი ქუდს და პერანგს იცვლიდნენ და ხმას კიდევ ერთხელ აძლევდნენ.

„ვფიქრობ, სირცხვილია, რაც ხდება. თუ ნახეთ, რა ხდებოდა ნიუ ჰემფშირში, სადაც ათასობით ადამიანი ავტობუსებით მასაჩუსეტსიდან ლიბერალური ნაწილიდან ჩაიყვანეს. ასობით ავტობუსი გამოიყენეს. ისინი ცდილობდნენ უკანონო ამომრჩევლის გამოყენებას ფლორიდაშიც. უკანონო ხმის მიცემა პრობლემა იყო კალიფორნიაში. მე ამას ვხედავდი. ვესაუბრე მეგობრებსაც. ხშირად ადამიანები, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ, ტანსაცმელს ავტომობილში იცვლიდნენ და ხელმეორედ აძლევდნენ ხმას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა The Daily Caller-თან ინტერვიუში.

6 ნოემბერს აშშ-ში გამართულ შუალედური არჩევნების შედეგად, კონგრესის ქვედა პალატაში გამარჯვება დემოკრატებმა მოიპოვეს, რესპუბლიკელებმა კი სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს.