დონალდ ტრამპი – რესპუბლიკელები თუ შეინარჩუნებენ უმრავლესობას წარმომადგენელთა პალატასა და სენატში, მე შტატების თითოეულ სრულწლოვან მოქალაქეს 5 ათასი დოლარის ოდენობის დივიდენდს გადავუხდი

09:54, 10.09.2026

ტრამპმა პირობა დადო, რომ ნოემბერში შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში თითოეულ სრულწლოვან ამერიკელს 5 ათას დოლარს გადაუხდის.

„რესპუბლიკელები თუ შეინარჩუნებენ უმრავლესობას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში, ჩვენი წარმოუდგენელი ეკონომიკური წარმატების წყალობით, მე ამერიკის შეერთებული შტატების თითოეულ სრულწლოვან მოქალაქეს 5 ათასი დოლარის ოდენობის დივიდენდს გადავუხდი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ბლუმბერგის“ შეფასებით, ასეთი გადახდები აშშ-ის ბიუჯეტს ერთ ტრილიონ დოლარზე მეტი დაუჯდება.

დონალდ ტრამპის თქმით, ეს გადახდა მსგავსი იქნება იმ დივიდენდისა, რომელსაც წარმატებული კომპანიები ინვესტორებს უხდიან.

ამასთან, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ეს თანხა აშშ-ში უნდა დაიხარჯოს.

„ჩვენ არ გვინდა, რომ კანადაში წახვიდეთ და იქ დახარჯოთ ეს ფული. არ გვინდა, რომ ჩინეთში, გერმანიაში წახვიდეთ. თქვენ ეს ფული აშშ-ში უნდა დახარჯოთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი