დონალდ ტრამპი – რეალური შიდა გამოკითხვებით, დემოკრატიული პარტიის ყველა კანდიდატს ვამარცხებ, ყალბი ახალი ამბების გამოკითხვები აჩვენებს წაგებას ან ფრეს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შიდა გამოკითხვებით, მისი რეიტინგი დემოკრატიული პარტიის ყველა კანდიდატზე მაღალია. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ყალბი ახალი ამბების გამოკითხვები სხვა შედეგებს აჩვენებენ.
„რეალური შიდა გამოკითხვა აჩვენებს, რომ მე დემოკრატიული პარტიის ყველა კანდიდატს ვამარცხებ. ყალბი ახალი ამბების გამოკითხვები ( როგორც 2016 წელს) აჩვენებს წაგებას ან ფრეს. 3 ნოემბერს დამტკიცდება, რომ მათი გამოკითხვები კორუმპირებულია ისევე, როგორც ყალბი ახალი ამბებია კორუმპირებული“,- წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.
Internal REAL Polls show I am beating all of the Dem candidates. The Fake News Polls (here we go again, just like 2016) show losing or tied. Their polls will be proven corrupt on November 3rd, just like the Fake News is corrupt!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) February 19, 2020