დონალდ ტრამპი – რადიკალური მემარცხენე დემოკრატები საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებს აყალბებენ, რისი მიზანიც რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლების დემორალიზებაა

21:03, 24.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „მემარცხენე დემოკრატები“ საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებს აყალბებენ, რისი მიზანიც რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლების დემორალიზებაა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, რეალობა ამ მონაცემებსგან სრულიად განსხვავდება და გამოკითხვები რესპუბლიკელებისთვის კარგ შედეგებს აჩვენებს.

„რადიკალური მემარცხენე დემოკრატები გიჟდებიან ყალბი გამოკითხვებით. ისინი მათ აქამდე უპრეცედენტო დონეზე აჩვენებენ. მათ „დემორალიზაციის ოპერაციებს“ უწოდებენ, სადაც ისინი ცდილობენ რესპუბლიკელების დემორალიზაციას, რათა ისინი არჩევნებზე არ გავიდნენ და ხმა არ მისცენ – თუმცა რეალური გამოკითხვები რესპუბლიკელებისთვის საოცარია და ჩვენს ქვეყანაში სულისკვეთება არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი. ჩვენ ყველას ვამარცხებთ, მათ შორის ირანს, რომლის ქვეყანაც ეკონომიკურ და სამხედრო სიკვდილის სპირალშია“,- წერს ტრამპი.

ცნობისთვის, აშშ-ში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. ამერიკელი ამომრჩევლები გადაწყვეტენ, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს – წარმომადგენელთა პალატასა და სენატს. კენჭს იყრის წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრი და სენატის 35 წევრი. არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება დონალდ ტრამპისთვისაც, რადგან შედეგები განსაზღვრავს, რამდენად შეძლებს მისი ადმინისტრაცია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებას კონგრესში. რესპუბლიკელები ამჟამად ორივე პალატას აკონტროლებენ.

მსგავსი