დონალდ ტრამპი - რადიკალი მემარცხენე მერები და გუბერნატორები საკუთარ ხალხსაც ვეღარ აკონტროლებენ
დონალდ ტრამპი - რადიკალი მემარცხენე მერები და გუბერნატორები საკუთარ ხალხსაც ვეღარ აკონტროლებენ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, „რადიკალი მემარცხენე მერები და გუბერნატორები თავისივე ხალხს ვეღარ აკონტროლებენ“.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ტრამპის თქმით, ქალაქებში, სადაც ძალადობა გრძელდება, ანარქისტები აღარავის უსმენენ.

„იმ ქალაქების რადიკალი მემარცხენე მერები და გუბერნატორები, სადაც ეს შეშლილი ძალადობა გრძელდება, საკუთარ ხალხსაც კი ვეღარ აკონტროლებენ. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ანარქისტები და აგიტატორები გაერთნენ და არავის უსმენენ – მათ ნელ ჯოსაც კი აიძულეს სარდაფიდან ამოსვლა“, – წერს პრეზიდენტი საკუთარ „ტვიტერზე“.

აღნიშნული კომენტარით პრეზიდენტი გამოეხმაურა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატ ჯო ბაიდენის განცხადებას, რომლემაც ტრამპს პორტლენდში მომხდარი ძალდობის დაგმობისკენ მოუწოდა.

პორტლენდში ფერადკანიანი მოქალაქეების უფლებების დაცვის და პოლიციის მხრიდან ძალდობის საწინააღმდეგო აქციები რამდენიმე კვირაა გრძელდება. 30 აგვისტოს ამ აქციების მონაწილეთა და დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.