დონალდ ტრამპი – რა აზრი აქვს თეთრ სახლში პრესკონფერენციების ჩატარებას, როდესაც ყალბი მედია მტრული კითხვების გარდა არაფერს გეკითხება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრიფინგების ჩატარების აზრს ვეღარ ხედავს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი „ტვიტერზე“ წერს, მედია მხოლოდ მტრულ შეკითხვებს სვამს და ყალბ ახალ ამბებს ავრცელებს.
„რა აზრი აქვს თეთრ სახლში პრესკონფერენციების ჩატარებას, როდესაც ყალბი მედია არაფერს გეკითხება გარდა მტრული კითხვებისა, შემდეგ კი სიმართლის გაშუქებაზე უარს ამბობს. ისინი იღებენ მაღალ რეიტინგს, ამერიკელი ხალხი კი არაფერს იღებს ყალბი ახალი ამბების გარდა. ისინი არც დროის და არც რაიმე ძალისხმევის ღირსნი არიან“, – წერს დონალდ ტრამპი.
What is the purpose of having White House News Conferences when the Lamestream Media asks nothing but hostile questions, & then refuses to report the truth or facts accurately. They get record ratings, & the American people get nothing but Fake News. Not worth the time & effort!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) April 25, 2020