დონალდ ტრამპი - ქვეყანას წლების განმავლობაში ვერ დავხურავთ
დონალდ ტრამპი - ქვეყანას წლების განმავლობაში ვერ დავხურავთ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ში გარდაცვლილების რიცხვი მოიმატებს, მაგრამ ქვეყანა წლების განმავლობაში ჩაკეტილი ვერ იქნება. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

„ჩვენ უნდა ვიყოთ მებრძოლები. ქვეყანას წლების განმავლობაში ვერ დავხურავთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მანამდე ანალოგიური განცხადება ტრამპმა „ეიბისი“-სთან ინტერვიუშიც გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანამ ფუნქციონირება უნდა განაახლოს.

„სავარაუდოდ, იქნება მეტი მსხვერპლი, რადგან ხალხი სახლში გამოკეტილი არ იქნება. თუმცა, ჩვენ სოციალურ დისტანციას დავიცავთ. ხელებს დავიბანთ და გავაკეთებთ ბევრ რამეს, რაც ბოლო პერიოდში ვისწავლეთ“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.