დონალდ ტრამპი - ქვეყანა იქამდე მიდის, რომ ჩვენ არჩევანი არ გვექნება, ეს სამარცხვინოა
დონალდ ტრამპი - ქვეყანა იქამდე მიდის, რომ ჩვენ არჩევანი არ გვექნება, ეს სამარცხვინოა

ქვეყანა იქამდე მიდის, რომ ჩვენ არჩევანი არ გვექნება, ეს სამარცხვინოა, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეკითხვას, აპირებს თუ არა შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

„ფოქს ნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების გამოყვანის პროცესი იყო უდიდესი სირცხვილი ქვეყნის ისტორიაში.

„როდესაც ხედავ ავღანეთს და რაც იქ მოხდა, მსხვერპლი უმიზეზოდ, უბრალოდ უმიზეზოდ. სამხედროების მშობლებს ჩემთან საუბარი სურთ, მათ ბაიდენთან საუბარი არ სურთ. ისინი უბრალოდ განადგურებული არიან. ეს იქამდე მიდის, როდესაც ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს არჩევანი“, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს, როგორც ქვეყნის ლიდერს, არაკომპეტენტური პიროვნება, მის ადმინისტრაციას კი განხეთქილების მთესავი უწოდა.