დონალდ ტრამპი - პუტინმა, ფაქტობრივად, კომპლიმენტი მითხრა, მას სურს ბაიდენი, რადგან აისრულებს უკრაინის დაპყრობის სურვილს ბაიდენის დამსახურებით
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად მას ჯო ბაიდენი ურჩევნია.
„რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ფაქტობრივად, დიდი კომპლიმენტი მითხრა. მან განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი ურჩევნია პრეზიდენტად, ვიდრე ტრამპი. ეს არის კომპლიმენტი და, რა თქმა უნდა, ის ამას იტყოდა. მას სურს ბაიდენი, რადგან მიიღებს ყველაფერს, რაც სურს, მათ შორის, უკრაინას. ის აისრულებს უკრაინის დაპყრობის სურვილს ბაიდენის დამსახურებით. ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც რუსეთისთვის არაფერი მიუცია, ცნობილია, როგორც დონალდ ტრამპი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის აშშ-ში ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა უფრო კარგი იქნება, ვიდრე დონალდ ტრამპის.