დონალდ ტრამპი - პუტინისთვის რთული ომია, ბევრი ჯარისკაცი დაკარგა, შესაძლოა, მილიონი, რთულია უკრაინისთვისაც, ორივესთვის რთულია, ზოგჯერ მათ ბრძოლის უფლება უნდა მისცე
დონალდ ტრამპი - პუტინისთვის რთული ომია, ბევრი ჯარისკაცი დაკარგა, შესაძლოა, მილიონი, რთულია უკრაინისთვისაც, ორივესთვის რთულია, ზოგჯერ მათ ბრძოლის უფლება უნდა მისცე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არ არსებობს „ბოლო წვეთი“, რომელიც მას დაუმტკიცებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზად არ არის უკრაინაში ომის დასასრულებლად.

კითხვაზე, რა იქნებოდა ის ბოლო წვეთი, რომელიც ნათლად გამოავლენდა, რომ პუტინი ომის დასასრულებლად მზად არ არის, ტრამპმა უპასუხა, რომ ასეთი არ არსებობს.

„ბოლო წვეთი არ არსებობს. ზოგჯერ მათ ბრძოლის უფლება უნდა მისცე და ისინი იბრძვიან და იბრძვიან. ეს პუტინისთვის რთული ომია. ბევრი ჯარისკაცი დაკარგა, შესაძლოა, მილიონი. ეს ბევრი ჯარისკაცია. რთულია უკრაინისთვისაც. ეს ორივესთვის რთულია. ზოგჯერ მათ ბრძოლის უფლება უნდა მისცე“, – განაცხადა ტრამპმა.