დონალდ ტრამპი - პუტინის ოცნება იყო მთელი უკრაინის დაპყრობა, ვფიქრობ, ჩემი დამსახურებით, ის ამას ვეღარ შეძლებს
დონალდ ტრამპი - პუტინის ოცნება იყო მთელი უკრაინის დაპყრობა, ვფიქრობ, ჩემი დამსახურებით, ის ამას ვეღარ შეძლებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ვლადიმირ პუტინს უკრაინასთან ომის დასრულება სურს, თუმცა დასძინა, რომ „შესაძლებელია“, რუსეთის პრეზიდენტი განზრახ აყოვნებდეს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ტრამპმა ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„მისი ოცნება იყო მთელი ქვეყნის დაპყრობა. ვფიქრობ, რომ, ჩემი დამსახურებით, ის ამას ვეღარ შეძლებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ABC-ს ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, ტრამპმა თავი შეიკავა პირდაპირი პასუხისგან.

„მე შენ არ გენდობი. ბევრ ადამიანს არ ვენდობი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ის პატივს მცემს და მჯერა, რომ, ჩემი დამსახურებით, ის მთელ უკრაინას ვერ დაიპყრობს, თუმცა მისი გადაწყვეტილება, მისი არჩევანი იქნებოდა უკრაინის სრული დაპყრობა“, – განაცხადა ტრამპმა.