დონალდ ტრამპი – პუტინი თუ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, ამის დასასრულებლად კარგ ფორმაში ვიქნებით, ვფიქრობ, როცა შეთანხმება გვექნება, ისინი აღარ ისვრიან

09:00, 14.03.2025

იმედი მაქვს, რუსეთიც დადებს შეთანხმებას. ვფიქრობ, როდესაც შეთანხმება გვექნება, ისინი აღარ ისვრიან, არ მგონია, ვინმეს სურდეს უკან დაბრუნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ვფიქრობ, თუ პრეზიდენტი პუტინი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, ჩვენ კარგ ფორმაში ვიქნებით ამის დასასრულებლად“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის თქმითვე, მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთს არაფერი მიუღია, ხოლო ობამამ მისცა ყირიმი, ბუშმა – საქართველო, ბაიდენის დროს რუსეთმა მთელი უკრაინის მიღება სცადა.

„სამწუხარო ნაწილი ის არის, რომ ეს თუ არ მოხდებოდა, არ ვიცი, მოუწევთ თუ არა რაიმეს დათმობა. როგორც ადრეც ვთქვი, ყირიმი ობამამ მისცა, ბუშმა – საქართველო, ბაიდენის დროს სცადეს მთელი უკრაინის მიღება, ტრამპს კი არაფერი მიუცია. მე უკრაინელებს „ჯაველინები“ მივეცი და ძალიან ეფექტურიც აღმოჩნდა. მე რუსებისთვის არაფერი მიმიცია“, – აღნიშნა ტრამპმა.

მსგავსი