დონალდ ტრამპი – პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის უახლოეს მომავალში შეხვედრა გაიმართება, ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება.
„შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება და ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს დაზუსტება სთხოვეს, თუ ვის შორის გაიმართება შეხვედრა.
„პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის. ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“, – განაცხადა ტრამპმა.