დონალდ ტრამპი - პოლიციას დაფინანების გარეშე არ დავტოვებთ და არ დავშლით
დონალდ ტრამპი - პოლიციას დაფინანების გარეშე არ დავტოვებთ და არ დავშლით

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის პოლიციის დაფინანსების შემცირების მომხრე არ არის. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.

„ჩვენ პოლიციას დაფინანსების გარეშე არ დავტოვებთ. ჩვენ არ დავშლით ან დავითხოვთ პოლიციას. ჩვენს ქალაქებში პოლიცია ისევ იქნება. ვფიქრობ, თქვენ ნანახი გაქვთ რამდენიმე ქალაქი, სადაც ეს სცადეს, მაგრამ ეს იქნება ძალიან სამწუხარო სიტუაცია, თუ ამას გააკეთებენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ქალაქ მინეაპოლისის საკრებულომ გადაწყვიტა, ქალაქის პოლიცია სრულად გააუქმოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ახალი სისტემა ჩამოაყალიბოს.

საკრებულოში ამ გეგმის შესახებ მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან გამოყენებული ძალის შედეგად აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ განაცხადეს.