ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთში მიემგზავრება. პრეზიდენტთან ერთად, ინდოეთში გაემზგავრა ქვეყნის პირველი ლედი მელანია ტრამპი და დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც 12 ადამიანია.
პრეზიდნტთაან ერთად ინდოეთში გაემგზავრნენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი რობერტ ობრაიენი, ვაჭორბისა და ენერგეტიკის მინისტრი უილბურ როსი, თეთრი სახლის პრესმდივანი სტეფანი გრიშემი, ასევე პრეზიდენტის შვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარეტ კუშნერი.
დღეს დონალდ ტრამპი აჰმადაბადში ჩავა, სადაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად მოტერას მოედანზე ხალხს სიტყვით მიმართავს. აშშ-ის პრეზიდენტი დღესვე მოინახულებს თაჯ მაჰალს, საღამოს კი ნიუ დელიში ჩავა.