დონალდ ტრამპი – ორ-ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩვენი ამერიკული რესპუბლიკა კაცობრიობის ისტორიის უდიდეს მიღწევად ითვლება, ეს ქვეყანა თავისუფლების სამშობლოა, ეს თავისუფლების მიწაა

11:58, 05.07.2026

ორ-ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩვენი ამერიკული რესპუბლიკა კაცობრიობის ისტორიის უდიდეს მიღწევად ითვლება, ეს ქვეყანა თავისუფლების სამშობლოა, ეს თავისუფლების მიწაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის 250 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ამერიკული რესპუბლიკა დღემდე ძლიერად დგას, რაც მისი დამფუძნებლების დამსახურებაა.

„და ეს არის დროშა, რომელიც დედამიწის ზურგზე ოდესმე არსებულ ყველაზე არაჩვეულებრივი, ყველაზე გამორჩეული, ყველაზე წარმოუდგენელი ერის დროშაა. და ახლა ჩვენ უკეთესად ვართ, ვიდრე ოდესმე. 250 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსოფლიომ იხილა დიდი იმპერიები, უზარმაზარი სამეფოები, ძლიერი ერები და საშინელი ტირანები. ისინი მოვიდნენ და წავიდნენ. მაგრამ ორ-ნახევარი საუკუნის შემდეგ ეს ამერიკული რესპუბლიკა კვლავ მაღლა და ძლიერად დგას. და ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. და ეს ამერიკული დროშა კვლავ ამაყად, თავისუფლად და ლამაზად ფრიალებს. ჩვენ აყვავებულები ვართ, რადგან ჩვენი დამფუძნებლები დიდებულები იყვნენ. ჩვენი საქმე სამართლიანი იყო. ჩვენი ხალხი – მამაცი. ჩვენი კულტურა განსაკუთრებულია. და ჩვენი ბედი ღმერთმა დაწერა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი