დონალდ ტრამპი – ორ კვირაში გავიგებთ, იქნება თუ არა მშვიდობა უკრაინაში, ამის შემდეგ, შესაძლოა, ტაქტიკის შეცვლა მოგვიწიოს

23:14, 21.08.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორ კვირაში გახდება ცნობილი, დადგება თუ არა მშვიდობა უკრაინაში.

„ტოდ სტარნესის შოუში“ წამყვანის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევას შეძლებს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამაზე პასუხი ორი კვირის შემდეგ ეცოდინება.

„ორ კვირაში გავიგებთ, იქნება თუ არა მშვიდობა უკრაინაში. ამის შემდეგ, შესაძლოა, ტაქტიკის შეცვლა მოგვიწიოს. მალე გავიგებთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი