დონალდ ტრამპი ნიუ მექსიკოს შტატისთვის „ახალი ამერიკის“ დარქმევის წინადადებით გამოდის

09:17, 07.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ მექსიკოსთვის „ახალი ამერიკის“ დარქმევის წინადადებით გამოდის.

როგორც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, შტატი „ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია არჩევნების გაყალბების თვალსაზრისით“ და მისთვის სახელის შეცვლა „უფრო პრესტიჟული და ლამაზი“ იქნებოდა.

„ბევრი ადამიანი გვთავაზობდა ნიუ მექსიკოს სახელის შეცვლას და მისთვის „ახალი ამერიკის“ დარქმევას. ეს ბევრად უფრო პრესტიჟული და ლამაზი სახელია ამ პოტენციურად საოცარი შტატის მოსახლეობისთვის. ვაუ, მე ეს ძალიან მომწონს“, – წერს ტრამპი.

ტრამპმა პოსტს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ვიდეოც დაურთო, რომელშიც ნიუ მექსიკოს სახელწოდება „ახალი ამერიკით“ არის ჩანაცვლებული.

მსგავსი