დონალდ ტრამპი ნიუ იორკის სასამართლოში მივიდა
დონალდ ტრამპი ნიუ იორკის სასამართლოში მივიდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ იორკის სასამართლოში მივიდა. ის შენობაში ისე შევიდა, რომ სასამართლოს შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერთა აქციის მონაწილეებისთვის და მედიისთვის არ მიუმართავს.

დონალდ ტრამპს დღეს ნიუ იორკის სასამართლოში ოფიციალურად წარუდგენენ ბრალს.

წინასწარი ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს 2016 წელს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის საქმეზე წაუყენებენ ბრალს. ოფიციალურად ბრალდება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მას ტრამპს გააცნობენ.