დონალდ ტრამპი ნიუ იორკის გუბერნატორს მოუწოდებს, დროულად მიმართოს ეროვნულ გვარდიას
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ იორკის გუბერნატორ, ენდრიუ კუომოს მოუწოდებს, დროულად მიმართოს ეროვნულ გვარდიას და ნუ დაუშვებს გამოუსწორებელ შეცდომას.
„მიმართეთ ეროვნულ გვარდიას. კრიმინალები და ხელმოცარულები ქალაქს ანადგურებენ. სწრაფად იმოქმედეთ! არ დაუშვათ ისეთივე საშინელი და გამოუსწორებელი შეცდომა, როგორც ხანდაზმულთა სახლებში“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.
ნიუ იორკში გასულ ღამეს საპროტესტო აქციის 700 მონაწილე დააკავეს.