ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიკოლას მადუროსთან შეხვედრას არ გამორიცხავს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა „აქსიოსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
„მე მას შევხვდებოდი. მადუროს უნდა ჩემთან შეხვედრა და მე შეხვედრების წინააღმდეგი არასდროს ვარ, თუმცა ამჯერად ამაზე უარი ვთქვი“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც „აქსიოსი“ წერს, თეთრი სახლის ლიდერს ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ხუან გუაიდოს შესაძლებლობების არ სჯერა, თუმცა ტრამპი მის მხარდაჭერას არ ნანობს.
„მე შემეძლო, მისთვის მხარი დამეჭირა ან არ დამეჭირა, თუმცა მტკიცედ ვეწინააღმდეგებოდი იმას, რაც ვენესუელაში ხდებოდა. გუაიდო აირჩიეს. მე ამის გამორჩეულად მომხრე არ ვყოფილვარ. ის ზოგს მოსწონდა, ხოლო ზოგს არა. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, მის არჩევას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.