დონალდ ტრამპი – ნეთანიაჰუ და მე შევთანხმდით, რომ მიმდინარე წლის ბოლოდან ისრაელისთვის ოთხი მილიარდი დოლარის ყოველწლიურად გადახდას შევწყვეტდით, თუ მათ დასჭირდებათ, ჩვენ დავეხმარებით
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლოდან ვაშინგტონი ისრაელისთვის სამხედრო დახმარებას შეწყვეტს.
როგორც ტრამპმა Fox & Friends-თან ინტერვიუში აღნიშნა, შტატები ისრაელისთვის ოთხ მილიარდი დოლარის გადახდას შეწყვეტს.
„ბიბი ნეთანიაჰუმ და მე შეთანხმებას მივაღწიეთ, რომლითაც ჩვენ ისრაელს წელიწადში ოთხ მილიარდ დოლარს ვუხდით. რამდენიმე თვის წინ კი ჩვენ შევთანხმდით, რომ ამას ვწყვეტთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელს შტატების დახმარება აღარ ესაჭიროება, თუმცა ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, მზად არის, მას დაეხმაროს.
„ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ მიმდინარე წლის ბოლოდან ისრაელისთვის გადახდას შევწყვეტთ. მათ ეს თუ დასჭირდებათ, მაშინ ისრაელს დავეხმარებით“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.