დონალდ ტრამპი - ნენსი პელოსი პასუხისმგებელია მრავალი ადამიანის გარდაცვალებაზე, ის არაკომპეტენტური, მესამეხარისხოვანი პოლიტიკოსია
დონალდ ტრამპი - ნენსი პელოსი პასუხისმგებელია მრავალი ადამიანის გარდაცვალებაზე, ის არაკომპეტენტური, მესამეხარისხოვანი პოლიტიკოსია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრაპი წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, დემოკრატ ნენსი პელოსს არაკომპეტენტურ და მესამეხარისხოვან პოლიტიკოსს უწოდებს და აცხადებს, რომ ის მრავალი ადამიანის გარდაცვალებაზეა პასუხისმგებელი.

ეს განცხადება დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. დონალდ ტრამპის მტკიცებით, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდიდან წაშალა თებერვალში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ის მოსახლეობას სან-ფრანცისკოს ჩინურ დასახლებაში მისვლისა და დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

თებერვლით დათარიღებულ ვიდეოს დონალდ ტრამპი ავრცელებს.

„გიჟმა ნენსი პელოსმა წაშალა ეს „ტვიტერის“ გვერდიდან. მას უნდოდა, რომ ყველა შეკრებილიყო „ჩაინათაუნში“ მას შემდეგ, რაც მე ჩინეთთან საზღვარი ჩავკეტე. მის განცხადებაზე დაყრდნობით, ის პასუხისმგებელია მრავალი ადამიანის გარდაცვალებაზე. ის არაკომპეტენტური, მესამეხარისხოვანი პოლიტიკოსია“, – წერს ტრამპი „ტვიტერში.“