დონალდ ტრამპი - ნავთობის ფასი თუ შემცირდება, პუტინი ომს გამოეთიშება 
დონალდ ტრამპი - ნავთობის ფასი თუ შემცირდება, პუტინი ომს გამოეთიშება 

ნავთობის ფასი თუ შემცირდება, პუტინი ომს გამოეთიშება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ევროპის ქვეყნების ნაწილი რუსეთისგან ნავთობს კვლავ ყიდულობს.

„საქმე ძალიან მარტივადაა, თუ ნავთობი ფასი შემცირდება, პუტინი გამოეთიშება ომს, მას არ ექნება სხვა არჩევანი. როგორც იცით მე ძალიან ახლოს ვარ ინდოეთის პრემიერ მინისტრთან და კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მე ისინი დავასანქცირე, ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედებს დიდი ტარიფები, თუმცა მე ვარ მზად, სხვა რაღაცებიც გავაკეთო. როდესაც გავიგე, რომ ხალხი, რომლისთვისაც ვიბრძვი, რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს, ამან იმედი გამიცრუა. ამის გაკეთება არ შეიძლება. ეს არ არის სამართლიანი თამაში აშშ-თან. ნავთობის ფასი თუ  დაეცემა, რუსეთი ძალიან მარტივად მოგვარდება“,  – განაცხადა ტრამპმა.