დონალდ ტრამპი - ნატო სამართლიანად უნდა მოექცეს აშშ-ს, რადგან თუ არ იქნება აშშ, ნატო, ფაქტობრივად, ვერც კი იარსებებს
დონალდ ტრამპი - ნატო სამართლიანად უნდა მოექცეს აშშ-ს, რადგან თუ არ იქნება აშშ, ნატო, ფაქტობრივად, ვერც კი იარსებებს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „100 პროცენტით“ დარჩება ნატო-ში მისი ხელმძღვანელობით, ვიდრე ევროპული ქვეყნები „სამართლიანად ითამაშებენ“.

ბრიტანული ტელეარხისთვის, GB News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ ადასტურებს თავის ერთგულებას ტრანსატლანტიკური ალიანსის მიმართ, მაგრამ გააფრთხილა ევროპული ქვეყნები, „ბოროტად არ ისარგებლონ“ აშშ-ის მხარდაჭერით.

„ნატო სამართლიანად უნდა მოექცეს აშშ-ს, რადგან თუ არ იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო, ფაქტობრივად, ვერც კი იარსებებს“, – აღნიშნა ტრამპმა.

კითხვაზე, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, აშშ დაეხმარება თუ არა თავდასხმის ქვეშ მყოფ ქვეყნებს, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს ასე იქნება. „დიახ, მაგრამ თქვენ იცით, აშშ-მა უნდა გადაიხადოს თავისი სამართლიანი წილი და არა ყველას სამართლიანი წილი“, – უპასუხა ტრამპმა.