დონალდ ტრამპი - ნატო-ს მიმართ აშშ-ის ერთგულება კვლავ ძლიერია
დონალდ ტრამპი - ნატო-ს მიმართ აშშ-ის ერთგულება კვლავ ძლიერია

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს მიმართ აშშ-ის ერთგულება კვლავ ძლიერია. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნატო ახლა ბევრად ძლიერია, ვიდრე ის ორი დღის წინ იყო.

„ახლა ნატო ბევრად ძლიერია, ვიდრე ორი დღის წინ იყო. დღეს ჩვენ ფანტასტიური შეხვედრა გვქონდა, რომელზეც ყველამ შესანიშნავი კოლეგიალური სულისკვეთება აჩვენა“, -აღნიშნა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაემუქრა თუ არა ის მოკავშირეებს ნატო-დან აშშ-ის გასვლით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეეძლო, ეს გაეკეთებინა, თუმცა ახლა საჭირო არ არის.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-ს მოკავშირეები სამხედრო ხარჯების გაზრდაზე შეთანხმდნენ.

„მიღწეულია უზარმაზარი პროგრესი. ყველა შეთანხმდა ვალდებულებების არსებითად გაზრდაზე. ისინი ხარჯებს ისეთ დონემდე გაზრდიან, არასდროს რომ უფიქრიათ აქამდე”, – განაცხადა ტრამპმა.