დონალდ ტრამპი - ნატო-ს ქვეყნებს არაფერი გაუკეთებიათ, რომ დაგვხმარებოდნენ ირანთან დაკავშირებით, აშშ-ს ნატო-სგან არაფერი სჭირდება, მაგრამ არასოდეს დაივიწყოთ ეს მნიშვნელოვანი მომენტი
დონალდ ტრამპი - ნატო-ს ქვეყნებს არაფერი გაუკეთებიათ, რომ დაგვხმარებოდნენ ირანთან დაკავშირებით, აშშ-ს ნატო-სგან არაფერი სჭირდება, მაგრამ არასოდეს დაივიწყოთ ეს მნიშვნელოვანი მომენტი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ს წევრ ქვეყნებს აკრიტიკებს.

ტრამპის თქმით, ირანთან მიმდინარე ომში ამერიკის შეერთებულ შტატებს მათი დახმარება არ სჭირდება.

„ნატო-ს ქვეყნებს აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებიათ, რომ დაგვხმარებოდნენ შეშლილ ქვეყანასთან, ახლა, სამხედრო თვალსაზრისით, განადგურებულ ირანთან დაკავშირებით. აშშ-ს ნატო-სგან არაფერი სჭირდება, მაგრამ „არასოდეს დაივიწყოთ“ დროის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.