დონალდ ტრამპი - ნატო ახლა ძლიერი და მდიდარია
დონალდ ტრამპი - ნატო ახლა ძლიერი და მდიდარია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს ლიდერები მას მადლობას უხდიან გაერთიანებისთვის. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ახლა ნატო ძლიერი და მდიდარია.

„მივიღე ბევრი ზარი ნატო-ს ქვეყნების ლიდერებისგან, რომლებიც მადლობას მიხდიან, რომ დავეხმარე მათ გაერთიანებაში და როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ფინანსურ ვალდებულებებზე ფოკუსირებაში. ჩვენ გვქონდა ნამდვილად შესანიშნავი სამიტი, რომელიც მედიასაშუალებების უმრავლესობას არასწორად გააშუქა. ნატო ახლა ძლიერი და მდიდარია!“, – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, ბრიუსელში გამართული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო-ს ლიდერები თავდაცვითი ხარჯების გაზრდაზე შეთანხმდნენ.