დონალდ ტრამპი - ნანახი მაქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ჩინეთის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა
დონალდ ტრამპი - ნანახი მაქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ჩინეთის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ნანახი აქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ჩინეთში მდებარე ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ამის შესახებ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ამ განცხადებით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, აქვს თუ არა ნანახი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შეუძლია თქვას, რომ კორონავირუსი ჩინეთიდან გავრცელდა.

ამასთან, ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ეპიდემიის გავრცელების გამო ჩინეთის პროდუქციაზე ახალი ტარიფები დაწესდეს.

„კორონავირუსი ჩვენთან ჩინეთიდან მოვიდა და ეს მიუღებელია. ახლა ვიკვლევთ, როგორ მოხდა ეს. ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხი. არსებობს რამდენიმე ვერსია და სწორედ ეს პასუხი განსაზღვრავს, ჩემს დამოკიდებულებას ჩინეთისადმი“, – განაცხადა ტრამპმა.