დონალდ ტრამპი – მწვანე ბარათის გათამაშებით ქვეყანაში საუკეთესო ხალხი არ ჩამოდის

10:05, 03.11.2017

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მწვანე ბარათის გათამაშების საშუალებით ქვეყანაში საუკეთესო ხალხი არ ჩადის.

„დააკვირდით ამ გათამაშებას და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ გზით ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან . იცით ? ქვეყნები მათ რჩეულ მოქალაქეებს ამ გზით არ უშვებენ”, – აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპის თქმით, მწვანე ბარათის გათამაშების საშუალებით, ამერიკაში ისეთი “ცხოველები ჩადიან”, როგორიც მაგალითად მანჰეტენის ტერაქტის შემსრულებელი იყო.

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ეს პროგრამა უნდა დასრულდეს.

 

მსგავსი