დონალდ ტრამპი - მთავარია, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი, რეჟიმის ცვლილება დიდად არასდროს მანაღვლებდა, იმედია, მათთან კარგი ურთიერთობა გვექნება
დონალდ ტრამპი - მთავარია, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი, რეჟიმის ცვლილება დიდად არასდროს მანაღვლებდა, იმედია, მათთან კარგი ურთიერთობა გვექნება

მთავარია, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი, რეჟიმის ცვლილება დიდად არასდროს მანაღვლებდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კატარის ემირთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ერთადერთი, რაც ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. ისინი ამას ხმამაღლა და მკაფიოდ ამბობენ. ირანი არ განავითარებს, არ შეისყიდის და საერთოდ არაფერს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით, და თუ გააკეთებს, წარმოუდგენელი შედეგები ელოდება. ვერც კი გეტყვით, რა შედეგები ელოდებათ მათ. იმედი მაქვს, ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება, მაგრამ ყველაზე მთავარია, მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ხელი მოვაწერე შეთანხმებას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, არასდროს ანაღვლებდა, შეიცვლებოდა თუ არა ირანში მმართველი რეჟიმი.

„არასდროს მანაღვლებდა ირანში რეჟიმის ცვლილება. თუმცა, ვფიქრობ, ეს მოხდა. ირანის რეჟიმის პირველი ხელმძღვანელი პირები ლიკვიდირებულია, მეორე ჯგუფიც მკვდარია. მესამე ჯგუფის ნაწილი გაქრა. ახლა საქმე ძალიან რაციონალურ ხალხთან გვაქვს. ისინი ძლიერი და სხარტი ადამიანები არიან. უფრო ჭკვიანი არიან, ვიდრე მათი წინამორბედები, მაგრამ არ არიან რადიკალიზებული. სურთ, დაეხმარონ საკუთარ ქვეყანას. რეჟიმის ცვლილების არ მჯერა. ეს არასდროს მუშაობს. ქვეყანა უნდა იმართებოდეს პატივისცემაზე დაფუძნებით და არა შიშის დათესვით. როგორც იცით, ირანში 42 ათასი დემონსტრანტი მოკლეს“, – განაცხადა ტრამპმა.