დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველოდები ვიზიტს ჩინეთში, დიდი რამ მოხდება ორივე ქვეყნისთვის
დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველოდები ვიზიტს ჩინეთში, დიდი რამ მოხდება ორივე ქვეყნისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი მოუთმენლად ელოდება ჩინეთში ვიზიტს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მოუთმენლად ველოდები ვიზიტს ჩინეთში, საოცარ ქვეყანაში, რომლის ლიდერი პრეზიდენტი სი ძინპინია, რომელსაც ყველა პატივს სცემს. დიდი რამ მოხდება ორივე ქვეყნისთვის“, – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში 13-15 მაისს შედგება.

თავდაპირველად ტრამპის ვიზიტი ჩინეთში მარტის ბოლოს იყო დაგეგმილი, თუმცა ვიზიტი გადაიდო ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გამო.