დონალდ ტრამპი - მომავალი არ ეკუთვნით გლობალისტებს, მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, სუვერენულ და დამოუკიდებელ ერებს
მომავალი არ ეკუთვნით გლობალისტებს, მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, სუვერენულ და დამოუკიდებელ ერებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, დემოკრატიის უზრუნველყოფა სუვერენიტეტის შენარჩუნებითა არის შესაძლებელი.
„თუ გსურთ თავისუფლება, იამაყეთ საკუთარი ქვეყნით. თუ გსურთ დემოკრატია, შეინარჩუნეთ სუვერენიტეტი. თუ გსურთ მშვიდობა, გიყვარდეთ თქვენი ერი. მომავალი არ ეკუთვნით გლობალისტებს, მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, სუვერენულ და დამოუკიდებელ ერებს, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებზე ფიქრობენ, პატივს სცემენ მეზობლებს და იმ განსხვავებებს, რომელსაც თითოეული ქვეყანა ქმნის“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მისი პრეზიდენტობის პერიოდში მიღწეულ ეკონომიკურ წარმატებებს და თქვა, რომ ნახევარი საუკუნის განმავლობაში უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა, ხელფასები კი იზრდება. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია აძლიერებს არმიის შესაძლებლობებს, პარტნიორებისგან კი თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის სამართლიანი წილის გადახდას ელოდება.