დონალდ ტრამპი - მომავალ კვირაში ირანთან საუბარს ვაპირებთ, შესაძლოა, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი და ისრაელი ძალიან დაღლილები და გამოფიტულები არიან, ძალიან სასტიკად იბრძოდნენ და ახლა ორივე კმაყოფილია.
მისი თქმით, ირანსა და ისრაელს შორის ომი, შესაძლოა, მალე დაიწყოს.
„ირანი და ისრაელი ძალიან დაღლილები და გამოფიტულები არიან, ძალიან სასტიკად იბრძოდნენ და ახლა ორივე კმაყოფილია. შესაძლოა თუ არა, ომი ისევ დაიწყოს? ვფიქრობ, ოდესღაც შეიძლება ეს მოხდეს. ეს, შეიძლება, მალე დაიწყოს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ირანს აქვს ნავთობის უპირატესობა, თუმცა ბირთვულ სფეროში თეირანის დაბრუნებას აღარ განიხილავს.
„მომავალ კვირაში ირანთან საუბარს ვაპირებთ. შესაძლოა, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, არ ვიცი. თუმცა ჩემთვის სულერთია, გვექნება თუ არა შეთანხმება. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, არავითარი ბირთვული შეიაღება. თუმცა, ჩვენ ის გავანადგურეთ. ვთქვი, რომ ირანს არ ექნება ბირთვული შეიარაღება და გავანადგურეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.