დონალდ ტრამპი - მნიშვნელოვანი დროა ირანის ისტორიაში და იმედი მაქვს, სწორად მოიქცევიან,  მსურს, ვიხილო სამშვიდობო შეთანხმება, მათ არ შეიძლება, ჰქონდეთ ბირთვული იარაღი
დონალდ ტრამპი - მნიშვნელოვანი დროა ირანის ისტორიაში და იმედი მაქვს, სწორად მოიქცევიან,  მსურს, ვიხილო სამშვიდობო შეთანხმება, მათ არ შეიძლება, ჰქონდეთ ბირთვული იარაღი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის ფლობა.

მისივე თქმით, ირანისთვის ეს მართლაც გადამწყვეტი დროა და სურს, იხილოს სამშვიდობო შეთანხმება.

„ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დროა ირანის ისტორიაში და იმედი მაქვს, ისინი სწორად მოიქცევიან. მსურს, ვიხილო სამშვიდობო შეთანხმება, ძლიერი სამშვიდობო შეთანხმება. მათ არ შეიძლება, ჰქონდეთ ბირთვული იარაღი. გვსურს, ის იყოს დიდი ქვეყანა, ძალიან წარმატებული, მდიდარი. მათ აქვთ ყველაფერი, რაც საჭიროა, ხალხი არაჩვეულებრივია. აქვთ უზარმაზარი რაოდენობის ნავთობი და აქტივები. გვინდა, ირანი იყოს წარმატებული ქვეყანა. არ გვსურს, გავაკეთოთ რაიმე, რაც ხელს შეუშლის ამას, მაგრამ არ შეიძლება, მათ ჰქონდეთ ბირთვული იარაღი. ისინი თუ გადაწყვეტენ სხვა გზით წასვლას, ეს იქნება ძალიან სამწუხარო რამ. ეს არის ის, რისი გაკეთებაც არ გვსურს, მაგრამ არჩევანი არ გვაქვს. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. გესმით ეს?“ – აღნიშნა ტრამპმა.

ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი, სავარაუდოდ, 11 მაისს ომანის დედაქალაქში გაიმართება.

დასავლური ქვეყნები აცხადებენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მიმართულია იარაღის წარმოებისკენ, ირანი კი ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვისაა.