დონალდ ტრამპი - მჯერა, დავოსში მოგზაურობა ძალიან წარმატებული იქნება, წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება
დონალდ ტრამპი - მჯერა, დავოსში მოგზაურობა ძალიან წარმატებული იქნება, წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება

დავოსში მოგზაურობა საინტერესო იქნება, წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა დავოსში გამგზავრებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დავოსში მივდივარ. მჯერა, რომ ეს მოგზაურობა ძალიან წარმატებული იქნება. ეს საინტერესო მოგზაურობა იქნება, წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლა და, ასევე, რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი, მათ შორის გრენლანდიასთან დაკავშირებით.