დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ გრენლანდიის ანექსია მოხდება – ეს საჭიროა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და არამხოლოდ უსაფრთხოებისთვის

23:21, 13.03.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ გრენლანდიის ანექსია მოხდება.

ტრამპმა აღნიშნულის შესახებ ოვალურ კაბინეტში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრაზე კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გრენლანდიის შესაძლო ანექსიას ეხებოდა.

„ვფიქრობ, ეს მოხდება. იცით, მარკ, ეს საჭიროა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და არამხოლოდ უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ გააკეთა განცხადება გრენლანდიასთან დაკავშირებით, მათ შორის დონალდ ტრამპის ბოლო განცხადების თანახმად, „ასე თუ ისე, აშშ მიიღებს გრენლანდიას“. საპასუხოდ, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მუთე ეგედემ განაცხადა, რომ გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნით.

მსგავსი