დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის შემთხვევაში, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტად გაყალბებული იქნება
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის შემთხვევაში, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტად გაყალბებული იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის შემთხვევაში, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტად გაყალბებული იქნება. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. პრეზიდენტი ტრამპი აღნიშნავს, რომ მოქალაქეებმა ხმის მიცემა საარჩევნო უბნებზე პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროსაც კი შეძლეს.

„საფოსტო ბიულეტინების გამო 2020 წელს იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტად გაყალბებული არჩევნები, თუ ეს სისულელე არ დასრულდება. ჩვენ ხმა მივეცით პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს პრობლემის გარეშე, თუმცა ახლა ისინი იყენებენ კორონავირუსს, რომ ითაღლითონ ფოსტის საშუალებით!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ამას გარდა, აშშ-ის ლიდერის უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ საფოსტო ბიულეტინების დაბეჭდვა სხვა ქვეყნებში იგეგმება.

„გაყალბებული 2020 წლის არჩევნები: მილიონობით საფოსტო ბიულეტინი დაიბეჭდება უცხო ქვეყნების და სხვების მიერ. ეს იქნება ჩვენი დროის სკანდალი“, – წერს დონალდ ტრამპი.