დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ დიდ ბრიტანეთში ონლაინ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შესახებ მიღებული კანონი კარგი არ არის - „იქ უცნაური რამ ხდება, ზომებს იღებენ“
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ დიდ ბრიტანეთში ონლაინ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შესახებ მიღებული კანონი კარგი არ არის - „იქ უცნაური რამ ხდება, ზომებს იღებენ“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთს აკრიტიკებს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მიერ ონლაინ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შესახებ მიღებული კანონი „კარგი რამ არ არის“.

„იქ უცნაური რამ ხდება, ზომებს იღებენ. პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე და ვნახოთ, რა მოხდება. თუმცა სიტუაცია ახლა სულ სხვანაირია. ეს კარგი არ არის“, – აღნიშნა ტრამპმა.