დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ამერიკის ზოგიერთ შტატში შეზღუდვები უნდა მოიხსნას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ წერს, რომ ზოგიერთ შტატში „კოვიდ-19“-ის შემაკავებელი შეზღუდვები უნდა მოიხსნას.
„გაათავისუფლეთ ვირჯინია! გამოიყენეთ თქვენი მეორე შესწორება, ის ალყაში არის მოქცეული“, – წერს დონალდ ტრამპი.
მან ვირჯინიის გარდა მიჩიგანისა და მინესოტას შტატებიც დაასახელა. სამივე შტატს დემოკრატი გუბერნატორები ჰყავს.
მიჩიგანში გასულ კვირაში საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოსახლეობა დაწესებული ზომების შემსუბუქებას ითხოვდა. ტრამპი ამ საპროტესტო აქციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეზღუდვების შემსუბუქება მხოლოდ უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. მისი თქმით, ქვეყანაში უკვე არის ადგილები, რომელთა გახსნაც დასაშვებია.