დონალდ ტრამპი - მესამე მსოფლიო ომისკენ მივემართებით, აუცილებელია, შევცვალოთ არაკომპეტენტური და კორუმპირებული პრეზიდენტი
ჩვენ მესამე მსოფლიო ომისკენ მივემართებით. აუცილებელია, შევცვალოთ არაკომპეტენტური და კორუმპირებული პრეზიდენტი, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც ტრამპი აცხადებს, 2024 წელს აშშ-ის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ის დაასრულებს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოწვეულ „კატასტროფულ ინფლაციას“, გააძლიერებს კონტროლს საზღვრებზე და მესამე მსოფლიო ომის პრევენციას მოახდენს.
„ჩვენ მესამე მსოფლიო ომისკენ მივდივართ, რუსეთისა და უკრაინის ომი არ მოხდებოდა, ჩინეთიც არ ისაუბრებდა ტაივანზე. ძალიან ცუდი მოვლენები ვითარდება ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებელია ცვლილებები და ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. ჩვენი პრეზიდენტი დღეს არის არაკომპეტენტური და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.