დონალდ ტრამპი - მექსიკა მსოფლიოში ყველაზე საშიში ქვეყანაა
დონალდ ტრამპი - მექსიკა მსოფლიოში ყველაზე საშიში ქვეყანაა

დონალდ ტრამპის თქმით, მექსიკა მსოფლიოში ყველაზე საშიში ქვეყანაა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ჩვენ გვჭირდება კედელი ჩვენი ქვეყნის დასაცავად. ჩვენ გვჭირდება კედელი, რომ შევაჩეროთ ნარკოტიკების შემოდინება მექსიკიდან, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საშიშ ქვეყნად ითვლება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ივლისის შუა რიცხვებში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელიც მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის მილიარდ 600 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. სექტემბერში ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკასთან კედლის მშენებლობა დაწყებულია.
აშშ-ის პრეზიდენტმა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობასა და არალეგალი მიგრანტების მიმართ პოლიტიკის გამკაცრებაზე განკარგულებებს ხელი ერთი წლის წინ მოაწერა. ეს მისი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო.