დონალდ ტრამპი - მედიის ნაწილი ხშირად იყენებს გამოთქმას, „როგორც ჩვენი წყარო ამბობს“, რაც ნიშნავს, რომ მათი ამბავი გამოგონილია
დონალდ ტრამპი - მედიის ნაწილი ხშირად იყენებს გამოთქმას, „როგორც ჩვენი წყარო ამბობს“, რაც ნიშნავს, რომ მათი ამბავი გამოგონილია

მედიის ნაწილი ხშირად იყენებს გამოთქმას, „როგორც ჩვენი წყარო ამბობს“. თუ ისინი ასეთ რამეს წერენ, ეს ნიშნავს, რომ წყარო საერთოდ არ ჰყავთ და მათი ამბავი გამოგონილია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამერიკელი ხალხი იმსახურებს რეალურ ინფორმაციას. მისი თქმით, ახლა აშშ-ის მოქალაქეებისთვის კრიტიკული მომენტია, როდესაც ამერიკელი ხალხი იმსახურებს რეალურ ინფორმაციას, პასუხისმგებლიან დიალოგს არჩეულ ლიდერებთან და პასუხისმგებლიან მედიას.

„მედიის ნაწილი ხშირად იყენებს ამ გამოთქმას – „როგორც ჩვენი წყარო ამბობს“. თუ ისინი ასეთ რამეს წერენ, ეს ნიშნავს, რომ წყარო საერთოდ არ ჰყავთ და მათი ამბავი გამოგონილია. „ვაშინგტონ პოსტი“, „ნიუ იორკ თაიმსი“, „სიენენი“ – ყალბი ამბებია. ისინი უნდა დაავალდებულო, რომ დაასახელონ წყაროს სახელი. თუ ეს წყაროა, დაასახელეთ სახელი. ამდენს იმიტომ ვსაუბრობ, რომ ამ პრესკონფერენციების დროს მე დიდ აუდიტორიასთან პირდაპირი წვდომა მაქვს, ისე, რომ ყალბი ახალი ამბების გავლა არ მიწევს, სადაც ჩემს ნათქვამს დაამახინჯებენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.