დონალდ ტრამპი - კორუმპირებული ახალი ამბების მედია სრულიად უკონტროლოა
დონალდ ტრამპი - კორუმპირებული ახალი ამბების მედია სრულიად უკონტროლოა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მედიასაშუალებებს აკრიტიკებს.

„კორუმპირებული ახალი ამბების მედია სრულიად უკონტროლოა – ისინი დანებდნენ და აღარც ადარდებთ. ძირითად მედიას ნულოვანი ნდობა აქვს – ტოტალური უიღბლოები!“ – წერს დონალდ ტრამპი.

პრეზიდენტი მორიგ „ტვიტში“ კი, ტელეკომპანია ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუს ახსენებს და აღნიშნავს, რომ „სასაცილოა ყურება, როგორ ცდილობს ყალბი ახალი ამბების მედია დაანაწევროს და შეცვალოს თითოეული სიტყვა რაც შეიძლება ნეგატიურად. ის ეთერში კვირას 20:00 საათზე გავა და მას „პრეზიდენტი ტრამპი“ 30 საათი“ ერქმევა, რაც გარკვეულწილად გაუგებრობაა, ვინაიდან მე მხოლოდ მცირე დრო გავატარე ამ ინტერვიუს ჩაწერისას. სხვა საქმეებიც მაქვს, როგორც იცით!“, – აღნიშნავს პრეზიდენტი და წერს, რომ 2016 წლის მსგავსად უფრო მეტი ინტერვიუების გაცემას დაიწყებს, რათა ყველამ შეიტყოს, რისი მიღწევა შეძლო პრეზიდენტობის პირველი ორ წელიწადნახევრის განმავლობაში.