დონალდ ტრამპი - მე მსოფლიოში ყველაზე ცუდ პრეზიდენტობის კანდიდატს ვუპირისპირდები
დონალდ ტრამპი - მე მსოფლიოში ყველაზე ცუდ პრეზიდენტობის კანდიდატს ვუპირისპირდები

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის მსოფლიოში ყველაზე ცუდ პრეზიდენტობის კანდიდატს უპირისპირდება. ეს განცხადება ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, რესპუბლიკელი ამომრჩეველი 2020 წლის არჩევნების შედეგებით კმაყოფილი დარჩება.

„მე მსოფლიოში ყველაზე ცუდ პრეზიდენტობის კანდიდატს ვუპირისპირდები. როგორც შეიძლება წააგო მასთან? სხვათა შორის, ჩრდილოეთ კაროლინაში ჩვენ ვიგებთ“, – განაცხდა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ტრამპმა იხუმრა, რომ მას ხშირად უწოდებენ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ადამიანს, თუმცა ის ფიქრობს, რომ ყველაზე ცნობილი იესო ქრისტეა.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.