დონალდ ტრამპი – მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული უკრაინის მკვიდრ შოუმენ ბარნუმს, ზელენსკის მისცა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ძალიან ბევრ მაღალი კლასის იარაღს უფასოდ აწვდიდა უკრაინას.
ტრამპის თქმით, პირველივე ვადაში სამხედრო ძალები აღადგინა და ამას გააგრძელებს.
„მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული უკრაინის მკვიდრ ბარნუმს (ზელენსკის!) მისცა. მიუხედავად იმისა, რომ მან ძალიან ძვირად ღირებული ნივთები უფასოდ გასცა, მათი ჩანაცვლებით არ იწუხებდა თავს. საბედნიეროდ, პირველივე ვადაში სამხედრო ძალები აღვადგინე და ამას ვაგრძელებ“, – დონალდ წერს ტრამპი.
ცნობისთვის, ფინეას ტეილორ ბარნუმი მეცხრამეტე საუკუნეში ამერიკაში ცნობილი შოუმენი იყო.