დონალდ ტრამპი - მას შემდეგ, რაც ძეგლების დაზიანებისთვის 10-წლიანი პატიმრობა დავაწესე, ვანდალიზმი შეწყდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა, რომ მის მიერ ძეგლებისა და მონუმენტების დაზიანებასთან დაკავშირებით მიღებული ბრძანება ეფექტიანი აღმოჩნდა.
„მას შემდეგ, რაც ძეგლებისა და მონუმენტების დაზიანებისთვის 10-წლიანი პატიმრობის სასჯელი დავაწესე, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში ბევრ ადამიანს აპატიმრებდნენ, ვანდალიზმი სრულიად შეწყდა. მადლობა!“, – წერს დონალდ ტრამპი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 25 მაისს პოლიციის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ, ანტირასისტული გამოსვლები დაიწყო, რომლის მონაწილეებმაც პროტესტის ნიშნად ქვეყნის მაშტაბით არაერთი ძეგლი დააზიანეს.